ქობულეთში 9 კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ოჩხამურში დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 9 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტში, 30 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed